ქალთა ინოვაციების ქსელი

Share:

პროექტი „ქალთა ინოვაციების ქსელი“ გულისხმობს ქალთა უნარების გაძლიერებას, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას საკუთარი ადგილის პოვნაში შრომის ბაზარზე ან ინსპირაციას საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.

მამაკაცებთან შედარებით, ქალთა დასაქმების ტრადიციული უთანასწორობის საკითხს, არ გააჩნია გადაჭრის კონკრეტული მეთოდი, თუმცა პროექტი „ქალთა ინოვაციების ქსელი“ პირდაპირ უწყობს ხელს უნარების ამაღლებას, ქალთა პოტენციალის დადგენის, სემინარების, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების და ერთობლივი სასწავლო ვიზიტების მეშვეობით. პროექტი ასევე გულისხმობს პროფესიული ქსელის შექმნას, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ უნარებისა და გამოცდილების გაზიარება. „ქალთა ინოვაციების ქსელი“ უაღრესად ინკლუზიური პროექტია, რომელზე წვდომაც შეიძლება ჰქონდეთ არა მხოლოდ დიდი ქალაქების, სადაც სამუშაო შეთავაზებები მეტია, არამედ ნებისმიერ ქალაქში მაცხოვრებელ ქალებს. მას არ გააჩნია ასევე ასაკობრივი შეზღუდვა და სემინარების პირველადი განრიგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ტენდენციები სამუშაო ბაზარზე, ბიზნეს საქმიანობის ფინანსირების გარეშე წყაროები, საკუთარი ბრენდის შექმნა და ეფექტური რეზიუმეს შედგენა. სემინარების ერთად მონაწილეებთან ინდივიდუალური მუშობას დადებითი გავლენა ექნება მათ თავდაჯერებულობაზე და ადგილობრივი სამუშაო ბაზრის შესახებ უფრო ფართო ხედვაზე.

პროექტი „ქალთა ინოვაციების ქსელი“ ხორციელდება პროგრამის Polish Aid 2021 ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

www.gov.pl/polishaid

Share: