-
6 დეკემბერს, 2021, ქ. ბათუმში
6 დეკემბერს, 2021, ქ. ბათუმში, WIN In Georgia-ს პროექტის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია სადაც Green Step, Linking Foundation, Centrum Badawczo-Rozwojowe Innowacji Społecznych AIK -ის წარმომადგენლები და პროექტის მონაწილეები იყვნენ მოწვეულნი. შეგახსენებთ, რომ WIN in Georgia -ს პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამით „Polska Pomoc Rozwojowa 2021“-ის მიერ. პოლონეთიდან მთავარი პარტნიორია Linking Foundation” და საქართველოდან Green Step -
,,პოლონურ-უკრაინული ინოვაციური ქალების ქსელის დანერგვისა და განვითარების გამოცდილება”
დღეს ჩატარდა მესამე სემინარი WIN პროექტის მონაწილეებთან თემაზე – ,,პოლონურ-უკრაინული ინოვაციური ქალების ქსელის დანერგვისა და განვითარების გამოცდილება (WIN UA-ში)” მოწვეულმა ლექტორმა – ოლგა ჰორკავჩუკმა სემინარის მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება, უკრაინაში უკვე განხორციელებული ანალოგიური პროექტიდან, ასევე პოლონური-უკრაინილი ქალების ქსელის არსებობის მნიშვნელობა გააცნო და მიმოიხილა ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ჩართულ ქალებს WIN – პროექტი უქმნის. შეგახსენებთ, რომ მომდევნო სემინარი ჩანიშნულია 12 ნოემბერს, 18:00 საათზე ... -
,,რა არის თქვენი პერსონალური ბრენდის სუპერ ძალა?”
დღეს ჩატარდა მეორე სემინარი WIN პროექტის მონაწილეებთან თემაზე – ,,რა არის თქვენი პერსონალური ბრენდის სუპერ ძალა?” მოწვეულმა ლექტორმა – ნინო წითლანაძემ სემინარის მონაწილეებს გააცნო პერსონალური ბრენდის არსი, რაში გამოიხატება მისი უნიკალურობა და როგორ შეგვიძლია ვაქციოთ ჩვენი პერსონალური ბრენდი უნიკალურად, მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ ფუნდამენტის შესახებ, რომელსაც პირადი ბრენდი ეფუძნება. შეგახსენებთ, რომ მომდევნო სემინარი ჩანიშნულია 10 ნოემბერს პროექტი დაფინანსებულია ... -
დღეს ჩატარდა პირველი საინფორმაციო სემინარი WIN პროექტის მონაწილეებთან
შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა – დიანა ეგიაზაროვამ გააცნო მონაწილეებს პროექტი, მისი ძირითადი მიზნები, მონაწილეების მაღალი ჩართულობის და აქტიურობის მნიშვნელობა, ასევე სემინარების სახელწოდებები და ჩატარების დროები შეგახსენებთ, რომ მომდევნო სემინარი ჩანიშნულია 8 ნოემბერს პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამით „Polska Pomoc Rozwojowa 2021“-ის მიერ. პოლონეთიდან მთავარი პარტნიორია ფონდი ,,Fundacja Wspierania Więzi Lokalnych – Linking Foundation” და საქართველოდან “მწვანე ნაბიჯი”. -
ქალთა ინოვაციების ქსელის შექმნა და განვითარება საქართველოში
ფონდ „ლინკინგ“-ის მორიგი პროექტი. ქალთა ინოვაციების ქსელის შექმნა და განვითარება საქართველოში. ქართული საღამო. შეხვედრა დიანა ეგიაზაროვასა და ქართულ თემთან კრაკოვში. საქართველოში ქალთა საჭიროებების შესახებ დისკუსია. ქართველი ქალების განვითარების საჭიროებების დადგენა და ქალთა ინოვაციების ქსელის პოტენციალის ანალიზი. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის საერთაშორის განვითრების სააგენტოს ფარგლებში.